Saturday, June 4, 2011
"ღმეღთმა შექმნა სამყარო Ex nihilo"
მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ განსაზღვროს მცნება “არაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორც “წერტილი ნულოვანი მოცულობით”. სინამდვილეში, კი “წერტილი მოცულობის გარეშე” არის “არაფერი”. ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებით – შეიქმნა. მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა დაადასტურეს მხოლოდ XXს.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ. არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამ” გვიჩვენა, რომ თავდაპირველად ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით. “იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქება – უტყუარი დამადასტურებელია სამყაროს “არაფრისგან” წარმოშობისა, ანუ ღმერთის შემოქმედებითი აქტისა! მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი მატერიალისტური მრწამსის მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფები ჯიუტად უარყოფდნენ აშკარა ფაქტს და იცავდნენ სამყაროს უსასრულობისა და მარადიულობის იდეას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment