ვარსკვლავი — ციური სხეული, რომელშიც მიდის, მიდიოდა ან წავა თერმობირთვული რეაქციები. მზე — ტიპიური ვარსკვლავია, სპექტრალური კლასი G. ვარსკვლავები წარმოადგენენ მასიურ კაშკაშა გაზის(პლაზმურ) სფეროებს. წარმოიქმნებიან გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად. გაზების ტემპერატურა მათ სიღრმეებში მილიონობით, ხოლო ზედაპირზე ათასეულობით გრადუსია. ვარსკვლავების ენერგიის წყარო ძირითადათ თერმობირთვული რეაქციებია, ბირთვში ხდება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე, ასეთი პირობები ძალიან დიდი მასის ცენტრზე დაწოლით მიიღება. ვარსკვლავებს სამყაროს მთავარ შემადგენელ სხეულებს უწოდებენ, რადგან მათში თავმოყრილია კოსმოსის მანათობელ ნივთიერებათა ძირითადი მასა.
მოლეკულარული წყალბადის ღრუბელში იქმნება შესქელებები, შემდეგ ისინი ერთიანდება ერთ მასიურ სფეროდ, ცენტრზე დაწოლა იმდენად დიდია, რომ შექმნილი წნევა მილონობით გრადუსამდე აცხელებს გაზს. იწყება თერმობირთვული რეაქცია და ვარსკვლავიც ინთება. პროცესი, ანიმაციისაგან განსხვავებით ათეულ მილიონობით წელი გრძელდება. ვარსკვლავს გარეთ დარჩენილი შესქელებები პლანეტებად, ასტეროიდებად და კომეტებად "ილექება". ყველაფერი მოძრაობს და ბრუნავს ღერძის გარშემო იქეთ საითც ბრუნავს ვარსკვლავი(ანიმაციაზე პატარა თეთრი წერტილები მტვრის დისკოში).
ორი ვარსკვლავის გაერთიანება.
No comments:
Post a Comment