Monday, June 6, 2011
Saturday, June 4, 2011
სტატია wikipedia-დან
კოსმოსი (ბერძნ. κόσμος — წესრიგი, წყობა, მშვიდობა, სამყარო).
პლანეტა (ძვ. ბერძნ. πλανήτης–მოხეტიალე; ალტერნატიული ქართული სახელწოდებაა ცთომილი) არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი სხეული, რომელიც საკმაოდ მასიურია იმისათვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით მრგვალი ფორმა ქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის გულში ბირთვული რეაქცია დაიწყოს. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას
- კოსმოსი ფილოსოფიაში — სამყარო, მსოფლიო წყობა, გალაქტიკა.
- კოსმოსი ასტრონომიაში — სამყაროს სინონიმი.
პლანეტა (ძვ. ბერძნ. πλανήτης–მოხეტიალე; ალტერნატიული ქართული სახელწოდებაა ცთომილი) არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი სხეული, რომელიც საკმაოდ მასიურია იმისათვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით მრგვალი ფორმა ქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის გულში ბირთვული რეაქცია დაიწყოს. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას
როგორ წარმოიშვა კოსმოსი?!
კოსმოსის წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა მათგან ძირითადია ორი: მეცნიერული და რელიგიური.
მიუხედავად მტკიცებისა, რომ ეს ორი თეორია არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, განსხვავება მაინც არსებობს. განვიხილოთ ორივე: ”დიდი აფეთქება” და ”ღმერთმა შექმნა სამყარო Ex nihilo"
მიუხედავად მტკიცებისა, რომ ეს ორი თეორია არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, განსხვავება მაინც არსებობს. განვიხილოთ ორივე: ”დიდი აფეთქება” და ”ღმერთმა შექმნა სამყარო Ex nihilo"
”დიდი აფეთქება”
1927 წ. ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა გამოთქვა სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო შეიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე. ლამეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რელიგია და მეცნიერება არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. როდესაც ლამეტრმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა აინშტაინს, მან ტაში დაუკრა ახალგაზრდა მეცნიერს და უთხრა ”ეს ყველაზე შესანიშნავი და დამაკმაყოფილებელი ახსნაა სამყაროს წარმოშობისა, რაც კი ოდესმე გამიგონია!”.
რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია” და რას უნდა ნიშნავდეს სამყაროს მუდმივად გაფართოება? დღეს უკვე დამტკიცებული ჰიპოტეზა სამყაროს გაფართოებაზე მდგომარეობს შემდგომში: დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცხადი გახდებოდა სამყაროს წარმოშობა ერთი წერტილისგან. გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ ეს “ერთადერთი წერტილი”, რომელიც შეიცავდა მთელ მატერიას, ე.წ. “ნულოვანი მოცულობის” და “უსასრულო სიმჭიდროვის“ უნდა ყოფილიყო. სამყაროც სწორედ ამ ერთადერთი წერტილის აფეთქების შედეგად შეიქმნა. ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა სამყაროს დასაწყისი ეწოდა “დიდი აფეთქება”. შესაბამისად თეორიასაც ეწოდა “დიდი აფეთქების თეორია”.

"ღმეღთმა შექმნა სამყარო Ex nihilo"
მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ განსაზღვროს მცნება “არაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორც “წერტილი ნულოვანი მოცულობით”. სინამდვილეში, კი “წერტილი მოცულობის გარეშე” არის “არაფერი”. ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებით – შეიქმნა. მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა დაადასტურეს მხოლოდ XXს.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ. არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამ” გვიჩვენა, რომ თავდაპირველად ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით. “იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქება – უტყუარი დამადასტურებელია სამყაროს “არაფრისგან” წარმოშობისა, ანუ ღმერთის შემოქმედებითი აქტისა! მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი მატერიალისტური მრწამსის მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფები ჯიუტად უარყოფდნენ აშკარა ფაქტს და იცავდნენ სამყაროს უსასრულობისა და მარადიულობის იდეას.
ბიბლიოთეკაში მოძიებული ნაბეჭდი რესურსები
კოსმოსზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე წიგნი არსებობს:
- ხარაძე ევგენი "ზოგადი ასტროფიზიკის კურსი" თბ.სახ.უნივერსიტეტის გამ-ბა 1960წ. კოდი-523.03 6-25
- ხარაძე ევგენი "კოსმოსისაკენ" თბ. "ნაკადული" 1961 კოდი- 087.1152 b.25
- ხარაძე ევგენი "ასტრონომია სახელ.საშ. სკოლებისთვის" "სახელგამი"1950წ. კოდი- 52(075) b-25
რისგან შედგება კოსმოსი?
კოსმოსი შედგება ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი მტვრის, პლანეტების, კომეტების, მეტეორების და შავი მატერიისაგან. მიუხედავად იმისა რომ ადამიანი უკვე დაახლოებით 100 წელია იკვლევს კოსმოსს, მისი მხილოდ 4% შეისწავლა. კოსმოსის უდიდესი ნაწილი საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა შევეცდები განვიხილო კოსმოსის ის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები, რომლებიც ცნობილია მეცნიერებისათვის.
ვარსკვლავები
ვარსკვლავი — ციური სხეული, რომელშიც მიდის, მიდიოდა ან წავა თერმობირთვული რეაქციები. მზე — ტიპიური ვარსკვლავია, სპექტრალური კლასი G. ვარსკვლავები წარმოადგენენ მასიურ კაშკაშა გაზის(პლაზმურ) სფეროებს. წარმოიქმნებიან გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად. გაზების ტემპერატურა მათ სიღრმეებში მილიონობით, ხოლო ზედაპირზე ათასეულობით გრადუსია. ვარსკვლავების ენერგიის წყარო ძირითადათ თერმობირთვული რეაქციებია, ბირთვში ხდება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე, ასეთი პირობები ძალიან დიდი მასის ცენტრზე დაწოლით მიიღება. ვარსკვლავებს სამყაროს მთავარ შემადგენელ სხეულებს უწოდებენ, რადგან მათში თავმოყრილია კოსმოსის მანათობელ ნივთიერებათა ძირითადი მასა.
მოლეკულარული წყალბადის ღრუბელში იქმნება შესქელებები, შემდეგ ისინი ერთიანდება ერთ მასიურ სფეროდ, ცენტრზე დაწოლა იმდენად დიდია, რომ შექმნილი წნევა მილონობით გრადუსამდე აცხელებს გაზს. იწყება თერმობირთვული რეაქცია და ვარსკვლავიც ინთება. პროცესი, ანიმაციისაგან განსხვავებით ათეულ მილიონობით წელი გრძელდება. ვარსკვლავს გარეთ დარჩენილი შესქელებები პლანეტებად, ასტეროიდებად და კომეტებად "ილექება". ყველაფერი მოძრაობს და ბრუნავს ღერძის გარშემო იქეთ საითც ბრუნავს ვარსკვლავი(ანიმაციაზე პატარა თეთრი წერტილები მტვრის დისკოში).
ორი ვარსკვლავის გაერთიანება.
გალაქტიკები
გალაქტიკა არის ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი აირის, მტვრისა და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკის დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% უცნობ შავ მატერიაზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა: ელიფსური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.
ირმის ნახტომი, არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს, დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი. 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო აირის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.

მზის სისტემა
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრში მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.
ჩვენი ადგილი კოსმოსში
..და ბოლოს, ჩვენ ადამიანებს უსასრულო კოსმოსში დათმობილი გვაქვს ერთი წერტილი- ესაა დედამიწა!
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის მაგვარ პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი-მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებითა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

Subscribe to:
Posts (Atom)