Saturday, June 4, 2011

სტატია wikipedia-დან

კოსმოსი (ბერძნ. κόσμος — წესრიგი, წყობა, მშვიდობა, სამყარო).
  • კოსმოსი ფილოსოფიაში — სამყარო, მსოფლიო წყობა, გალაქტიკა.
  • კოსმოსი ასტრონომიაში — სამყაროს სინონიმი.

პლანეტა  (ძვ. ბერძნ. πλανήτης–მოხეტიალე; ალტერნატიული ქართული სახელწოდებაა ცთომილი) არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი სხეული, რომელიც საკმაოდ მასიურია იმისათვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით მრგვალი ფორმა ქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის გულში ბირთვული რეაქცია დაიწყოს. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს რვა პლანეტას






                           

    როგორ წარმოიშვა კოსმოსი?!

    კოსმოსის წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს, თუმცა მათგან ძირითადია ორი: მეცნიერული და რელიგიური.
    მიუხედავად მტკიცებისა, რომ ეს ორი თეორია არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, განსხვავება მაინც არსებობს. განვიხილოთ ორივე: ”დიდი აფეთქება” და ”ღმერთმა შექმნა სამყარო Ex nihilo"

    ”დიდი აფეთქება”

    1927 წ. ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა გამოთქვა სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო შეიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე. ლამეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რელიგია და მეცნიერება არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. როდესაც ლამეტრმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა აინშტაინს, მან ტაში დაუკრა ახალგაზრდა მეცნიერს და უთხრა ”ეს ყველაზე შესანიშნავი და დამაკმაყოფილებელი ახსნაა სამყაროს წარმოშობისა, რაც კი ოდესმე გამიგონია!”.
     რაში მდგომარეობს “დიდი აფეთქების თეორია” და რას უნდა ნიშნავდეს სამყაროს მუდმივად გაფართოება? დღეს უკვე დამტკიცებული ჰიპოტეზა სამყაროს გაფართოებაზე მდგომარეობს შემდგომში: დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცხადი გახდებოდა სამყაროს წარმოშობა ერთი წერტილისგან. გამოთვლებმა გვიჩვენეს, რომ ეს “ერთადერთი წერტილი”, რომელიც შეიცავდა მთელ მატერიას, ე.წ. “ნულოვანი მოცულობის” და “უსასრულო სიმჭიდროვის“ უნდა ყოფილიყო. სამყაროც სწორედ ამ ერთადერთი წერტილის აფეთქების შედეგად შეიქმნა. ამ უძლიერეს აფეთქებას, რომელმაც განაპირობა სამყაროს დასაწყისი ეწოდა “დიდი აფეთქება”. შესაბამისად თეორიასაც ეწოდა “დიდი აფეთქების თეორია”.

    "ღმეღთმა შექმნა სამყარო Ex nihilo"

    მეცნიერებას არ ძალუძს დამაჯერებლად და მკაფიოდ განსაზღვროს მცნება “არაფერი”. ის აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და მეცნიერების მიერ განსაზღვრულია უბრალოდ, როგორც “წერტილი ნულოვანი მოცულობით”. სინამდვილეში, კი “წერტილი მოცულობის გარეშე” არის “არაფერი”. ამგვარად, გამოდის, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. სხვა სიტყვებით – შეიქმნა. მეცნიერებისთვის ეს გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც გენიალურმა ფიზიკოსებმა დაადასტურეს მხოლოდ XXს.-ში, ძველ აღთქმაშია მოცემული, სადაც ღმერთი სამყაროს ქმნის თავისუფალი ნებით აბსოლუტურად არაფრისგან, ანუ Ex nihilo (ლათ. არაფრისგან). “დიდი აფეთქების თეორიამ” გვიჩვენა, რომ თავდაპირველად ყველაფერი სამყაროში იყო ერთიანი; შემდეგ კი დაიყო შემოქმედი ღმერთის ნებით. “იქმნენით ნათელი” (შეს. 1). ბიბლია ნათლად მიგვანიშნებს, რომ მთელი მატერია შეიქმნა დიდი აფეთქების შედეგად, შემდგომ კი სტიქიებად დაიყო და წარმოქმნა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. დიდი აფეთქება – უტყუარი დამადასტურებელია სამყაროს “არაფრისგან” წარმოშობისა, ანუ ღმერთის შემოქმედებითი აქტისა! მიუხედავათ ამისა, ზოგიერთი მატერიალისტური მრწამსის მეცნიერი და მეცნიერთა ჯგუფები ჯიუტად უარყოფდნენ აშკარა ფაქტს და იცავდნენ სამყაროს უსასრულობისა და მარადიულობის იდეას.

    ბიბლიოთეკაში მოძიებული ნაბეჭდი რესურსები

    კოსმოსზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე წიგნი არსებობს:
    1. ხარაძე ევგენი  "ზოგადი ასტროფიზიკის კურსი" თბ.სახ.უნივერსიტეტის გამ-ბა 1960წ. კოდი-523.03 6-25 
    2. ხარაძე ევგენი "კოსმოსისაკენ" თბ. "ნაკადული" 1961 კოდი- 087.1152 b.25 
    3. ხარაძე ევგენი "ასტრონომია სახელ.საშ. სკოლებისთვის" "სახელგამი"1950წ. კოდი- 52(075) b-25 

    ნაბეჭდი რესურსები კოსმოსზე

    ნაბეჭდი რესურსების სანახავად დააჭირეთ ბმულს